ბაჩანა შენგელია: მოვითხოვ ია კერზაიას საქმეზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება (ვიდეო)
16:15 / 22.12.2018
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა. დირექტორის შვილი ბაჩანა
შენგელია შესაბამისი უწყებებისგან დროულ გამოძიებას და სამართლის აღდგენას ითხოვს. შენგელიას თქმით, იგი მთავარ პროკურატურაში დაბარებულია გამოკითხვაზე თუმცა, ამბობს რომ ეს გამოძიების დაწყებას არ ნიშნავს. „მივმართავ შს სამინისტროს და პროკურატურას, რომ დაიწყონ გამოძიება. დაბარებული ვარ გამოკითხვაზე, თუმცა ჩვენ ვითხოვთ არა გამოკითხვას არამედ გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების გამოვლენას, რომლებიც ჯერჯერობით რჩებიან თანამდებობებზე. იმ ოთხი ადამიანის გარდა, ვისზეც მივმართე პროკურატურას, მოვითხოვ სხვა დამნაშავეების გამოვლენას და მათ უმკაცრესად დასჯას“, - აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.
მისივე განცხადებით, სურვილის მიუხედავად დღევანდელ აქციას არ შემოუერთდნენ მასწავლებელები და სკოლის დირექტორები. „მე ვიცი, რომ ისინი გულით აქ არიან. მათი არ ყოფნა აიხსნება იმით, რომ შესაძლოა ჰქონდეთ შიშის, რომ სამომავლოდ შესაძლოა მათზე განხორციელდეს ზეწოლა“, - თქვა ბაჩანა შენგელიამ.
აქციაზე მე-6 სკოლის მოსწავლეები, ია კერზაიას ახლობლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ოთო კახიძის თქმით, იგი თბილისიდან საგანგებოდ, ამ აქციაზე დასასწრებად და ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერად ჩამოვიდა. „მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ბრძოლაში ბაჩანა შენგელიას გვერდში დავუდგები. ზოგადად ხელისუფლება მასწავლებლებს და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს განიხილავს არა როგორც ღირსების მქონე ინდივიდებს, არამედ როგორც პირთა ჯგუფს -ადმინისტრაციულ რესურსს, რომელიც შეგიძლია დაამცირო, რომელზეც შეგიძლია იძალადო და დააკისრო ყველანაირი უკანონობა, იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მიიღო. ეს არის ამორალური პრაქტიკა და სამწუხაროდ ახალი არ არის და ყველა ხელისუფლება ცდილობს ამას სხვადასხვა დოზით. ამას უნდა დაესვას, წერტილი და მე აქ ვარ იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტები სამომავლოდ არ განმეორდეს“, - აღნიშნა კახიძემ.
შენგელიამ აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით 19 დეკემბერს მიმართა. უწყებამ იგი გამოკითხვაზე 25 დეკემბერს დაიბარა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები