თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციის და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია. ასევე, დაშავდა 8, მათგან 6 მცირეწლოვანია.
ამავე თემაზე :
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
მასალის გამოყენების პირობები