ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 3`419`544.00 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება,
რომელსაც მერია შეისყიდის, უნდა იყოს ახალი, ერთი მარკის და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი. გამოშვების წელი არანაკლებ 2018 და თითოეული ავტობუსის მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 6000 კმ-ს.
ასევე სატენდერო პირობაა, რომ ტრანსპორტი შშმ პირთათვის იყოს ადაპტირებული.
მერიაში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ ავტობუსების ქალაქსა და სოფლებში გადანაწილების საკითხზე მუშაობენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერია ავტობუსების შესაძენად 3,5 მილიონ ლარს ისესხებს
მასალის გამოყენების პირობები