ლაშა გოგიას და გია გულორდავას სასამართლო პროცესი გადაიდო
13:53 / 14.02.2019
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას, ვიცე-მერის გია გულორდავას და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდო.
აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 26 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება.
ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან, თენგიზ ქობალიას - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები