შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზებზე “ჭკვიანი” ვიდეოკამერების მონტაჟს განაგრძობს. დღეიდან სიჩქარის კონტროლის
8 ახალი სექცია იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ამოქმედდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ამავე ცნობით, „ჭკვიან კამერები“ ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მონაკვეთზე, სამეგრელოს, ხობის, შავი ზღვისა და ალ.ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან - სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ) დამონტაჟდა. ასევე (ფოთის შემოვლით გზაზე), ლარნაკის ქუჩიდან (მდინარე რიონი). - წმ. გიორგის, აკაკის და გურიის ქუჩების გადაკვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს და საქართველოს საავტომობილო გზებზე „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები