გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინე ფილია აფხაზური ტელეგრამ - არხების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელზეც, საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი აფხაზეთში მოგზაურობაზე საუბრობს. ფილიას განმარტებით, ვიდეოს ავტორმა, ენგურის ხიდი მარტომ, ჯგუფის გარეშე გადაკვეთა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო აგარაკების მართვის განყოფილების" ხელმძღვანელმა ბესლან კვიცინიამ განაცხადა, რომ რიწაში "სტალინის აგარაკის" აუქციონზე გატანის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, წერს "აფსნიპრესი".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების სამსახურმა" გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც "კონტრდაზვერვითი ღონისძიებების" შესახებ საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ "საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ, აფხაზეთის
სოხუმის "პროკურატურამ" სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსლან გამისონიას წინააღმდეგ. მას ბრალად ედება "სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა", ასევე ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავენ
მოძრაობა "დროას" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ქალს ქუჩაში სცემს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონკურსში სამეგრელოზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "The Grand Tour of Samegrelo" რჩეულთა შორის დასახელდა.
პოლიომიელიტი, ყვავილი და წითელა, რით მოვიშორეთ? აცრის საშუალებით დავამარცხეთ და ეს დაგვავიწყდა, სხვათაშორის ძალიან ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და სულ არ მგონია, რომ ამ აცრის გაკეთებით ანტიქრისტეს ბეჭედს ვიღებ, ეს არის სისულელე, რასაც ვიღაცები ავრცელებენ. ვაქცინაციაზე მეტი უნდა ვილაპარაკოთ ხალხთან, რომ დავარწმუნოთ, სხვაგვარად ამ შავ ჭირს ვერ მოვიშორებთ. მე გამოვცადე, საბედნიეროდ, კარგად გამოვძვერი. ვირუსისგან თავი უნდა დაიცვა და დაცვის ერთადერთი მექანიზმი აცრაა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული’’, - გვეუბნება თინა უზარაშვილი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ TikTok- ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს იკვლევს, რომელშიც 19 წლის ალიონა ტანია ამბობს ფრაზას: ”აფხაზეთი საქართველოა".
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.