აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახური გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ "2019 წლის 10 მარტს აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა ტერიტორიაზე რუსმა და აფხაზმა მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია.
პროცესუალური დოკუმენტების შესადგენად მოქალაქე აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამმართველოში გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ის მარტო დარჩა ოთხში, მან თვითმკვლელობა ჩაიდინა, თავი ჩამოიხრჩო. სამედიცინო პერსონალმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.
დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. საქმის გამოძიებას რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ.
ამ დროისათვის კვარაცხელიას ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი წყდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
კვარაცხელიას ნათესავი: თვითმკვლელობის ვერსია არის ტყუილი
მასალის გამოყენების პირობები