“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა, მოქალაქეებს გაზისა და წყლის პრობლემების
მოგვარებას დაჰპირდა.
“გაზიფიცირებაც და წყლის საკითხიც დავაჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ,”- ამბობს ივანიშვილი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთმა მოქალაქემ მას საბავშვო ბაღის აშენება სთხოვა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა.
ამავე თემაზე:
ბიძინა ივანიშვილი ძველ ხიბულაში იმყოფებოდა
მასალის გამოყენების პირობები