ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ზაფხულში უნდა დასრულდეს (ფოტო)
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მიმდინარე სამუშაო ადგილზე მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი, რომელიც ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა, ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების განახლებას, წყალმომარაგების სისტემების გამართვასა და სასეირნო ბილიკების მოწყობას.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა.

ამჟამად ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.

„სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ზაფხულში დავასრულებთ ამ პროექტს და ზუგდიდელებსა და ქალაქის სტუმრებს შესანიშნავი სივრცე დახვდებათ დასვენებისთვის. ეს არის ნაწილი დადიანების სასახლის ტერიტორიის, სადაც ბევრი სამუშაო განხორციელდა, მათ შორისაა, ბოლო დროს, ქართუს დახმარებით, ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია. მთლიანობაში, ეს კომპლექსი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული ლოკაცია გახდება,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტბისა და სარწყავი სისტემისთვის 506 946 ლარი გამოიყო


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
20 / მაისი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
20 / მაისი 2025
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.