ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ და პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას მოითხოვენ. როგორც დაკავებულის მშობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, მათი შვილი უკანონოდ არის დაჭერილი და მის გამოშვებას ითხოვენ.
"ჩემი შვილი, რომელიც თვითონ იყო დაჭრილი და დაზარალებული, დააკავა პოლიციამ, თითქოსდა, ცრუ ჩვენების მიცემისთვის. ორივე შვილი ბორკილებით გაიყვანეს სახლიდან, როცა მათ არავითარი ბრალი არ მიუძღვით. ბესიკი დაჭრეს მას შემდეგ, რაც მის ძმასთან ერთად შეხვედრაზე სვანიძემ დაიბარა და მას გამოძიება არაფერს ედავება. ვითხოვთ პოლიციის მაღალჩინოსნებისგან პასუხს. ეუბნებიან, იცი, ვინ გესროლაო, მაგრამ სიბნელე იყო და ვერც ერთმა ვერ დაინახა",- უთხრა ჟურნალისტებს დგებუაძეების დედამ მანანა მითაგვარიამ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულის მიზეზი ზაზა სვანიძესა და დგებუაძეებს შორის ბიზნესდავა გახდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.
დაკავებულების ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, ძმებს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. მისი თქმით, დგებუაძეები უკანონოდ დააკავეს და მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა.
"აღნიშნულ საქმეზე, თითქოს, დაზარალებული ჯიქია თავად არის დაკავებული სხვა საქმეზე. ასევე, გამოძიება ამბობს, რომ დგებუაძის დაჭრაშიც ჯიქიაა დამნაშავე, თუმცა ის ამ ბრალდებით დაკავებული არაა",- თქვა ყურაშვილმა. ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები