ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახსი წევრები და ახლობლები აქციას ხვალ განაახლებენ.
ისინი დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელის თანახმადაც დგებუაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბესიკ დგებუაძე და მისი ძმა ჯონი დგებუაძე, რომელიც გირაოს სანაცვლოდ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა, დამნაშავეები არ არიან.
ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებულების ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, ძმებს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს. მისი თქმით, დგებუაძეები უკანონოდ დააკავეს და მათთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამართლოს შესაბამისი საფუძველი არ ჰქონდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში სამხარეო პოლიციასთან ხმაურია (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები