აფხაზეთში ადგილობრივებმა ტურისტი შოტლანდიური კილტის ტარების გამო სცემეს (ვიდეო)
14:36 / 17.06.2019
ინსტაგრამზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც აფხაზეთში ექსკურსიის დროს ერთ- ერთმა ტურისტმა გადაიღო, წერს ინტერნეტ გამოცემა SochiNews.
ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ დაესხნენ თავს ადგილობრივი მცხოვრებლები დამსვენებლს, რომელსაც შოტლანდიური კილტი (ქვედაბოლო, რომლესაც მამაკაცები ატარებენ) ეცვა და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოცემა წერს, რომ ვიდეორგოლს სოციალური ქსელის მომხმარებლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ნაწილი წერდა, რომ ტურისტი, თავად არის დამნაშავე, რადგან შეგნებულად გამოიწვია ადგილობრივები, მათთვის მიუღებელი სამოსის ტარებით, რადგან „კავკასიელებისთვის მამაკაცი ქალის სამოსში შეურაცხმყოფელია". მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანს გარეგნობა და ჩაცმულობა არ უნდა იქცეს მისი ცემის საბაბად.
ზოგიერთები კი ცდილობენ წარმოიდგინონ, როგორი იქნებოდა მოსახლეობის ნაწილის რეაქცია შოტლანდიელი ვარსკვლავის შონ კონერის ვიზიტზე აფხაზეთში, რომელიც ხშირად ატარებს ეროვნულ ტანსაცმელს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები