ასტრონომიით დაინტერესებული ცხრა წლის ქაინ ბელქანიას საჩუქრად ტელესკოპი და წიგნები გადასცეს. საჩუქრები მას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა აჩუქა.
სამეცნიერო ფონდს ცხრა წლის ბავშვი დღეს სტუმრობდა. ფონდში აცხადებენ, რომ მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, პრიორიტეტი მოსწავლე ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაციაა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი, მაია თოდუა, რომელმაც ქაიანს გადასცა წიგნი და ასწავლა თუ როგორ უნდა მოიხმაროს ტელესკოპი, რათა მან შეძლოს დაკვირვება ციურ სხეულებზე.
წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქაიან ბელქანია საზოგადოებისთვის ცნობილი სოციალური ქსელით გახდა.
ამავე თემაზე:
რას ყვებიან ცხრა წლის ქაიან ბელქანიაზე წალენჯიხის სკოლაში
ქაიან ბელქანიას კომპიუტერს უყიდიან
გაიცანით ცხრა წლის ქაიანი,რომელმაც ინტერნეტი ასტრონომიის ცოდნით დაიპყრო (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები