გაიცანით ცხრა წლის ქაიანი,რომელმაც ინტერნეტი ასტრონომიის ცოდნით დაიპყრო (ვიდეო)
20:04 / 17.07.2019
ცხრა წლის ქაიან ბელქანია, რომელმაც ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, მეცნიერების შესწავლასა და კოსმონავტობაზე ოცნებობს. მანამდე კი პატარა ასტრონომი მზის სისტემის პლანეტების მოცულობასა და შემადგენლობას სწავლობს. საჭირო ინფორმაციას ის ბიბლითეკასა და ინტერნეტში ეძებს.
ქაიან ბელქანია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა. ასტრონომიისა და მათემატიკის გარდა უყვარს ფიზიკა, თუმცა, როგორც გვეუბნება, ეს საგანი მეთერთმეტე კლასში ისწავლება და მას ამ დროისთვის პედაგოგი არ დასჭირდება. კოსმოსური ობიექტების შესწავლა 2 წლის წინ დაიწყო. როგორც თვითონ ჰყვება, თავდაპირველად მეათე პლანეტით დაინტერესდა, რომელიც, მისივე სიტყვებით, მზის სისტემიდან „გააძევეს“.
„ამ ყველაფრის სწავლა დავიწყე ორი წლის წინ, როდესაც მეორე კლასში ვიყავი. დაინტერესებული ვიყავი მეათე პლანეტით. სხვებიც ვიცოდი, მაგრამ მათი სახელები არ მახსოვდა. მეათე პლანეტა არის ისეთი პლანეტა, რომელიც ყველის მაგვარია. პლანეტებმა ის მზის სისტემიდან გააძევეს“, - გვიყვება ქაიანი.
დაგროვილ ცოდნას მეგობრებსაც უზიარებს და ამბობს, რომ ის მაღალ კლასებში ფიზიკის გაკვეთილებსაც ჩაატარებს.
„ფიზიკას სკოლაში მეთერთმეტე კლასში გიწყებენ, მაგრამ ფიზიკის სწავლა შენ თვითონაც შეგიძლია. როდესაც მეთერთმეტე კლასში გადავალ, ვფიქრობ, ფიზიკის მასწავლებელი არ დამჭირდება. ჩემს კლასელებსაც ხშირად ჩავუტარებ ფიზიკის გაკვეთილებს. ეს ძალიან მარტივი იქნება, თემას კარგად ავუხსნი, რადგან მანამდე ძალიან ბევრს ვისწავლი. ახლა რაც ვიცი, იმდენი ფიზიკის მასწავლებელს არ ეცოდინება. ერთხელ მქონდა ფიზიკის მასწავლებელთან შეჯიბრი. მან დამისვა 22 შეკითხვა. თითქმის ყველას მარტივად გავეცი პასუხი, მაგრამ ორზე პასუხის გაცემა გამიჭირდა. ერთი კითხვა დიდი დათვის თანავარსკვლავედზე იყო, ხოლო მეორე თავლის თანავარსკვლავედსა და გველის თანავარსკვლავედს ეხებოდა. როდესაც ამ კითხვებზე პასუხი გამიჭირდა, მივხვდი, რომ მე მხოლოდ პლანეტების სიდიდეზე ვმუშაობდი და შემდეგ დავიწყე სწავლა, თუ რისგან შედგებოდნენ ისინი“, - ამობობს ქაიან ბელქანია.
ქაიანი წიგნებით სავსე თაროზე ოცნებობს. ამბობს, რომ მას ჯერ მხოლოდ ერთი წიგნი აქვს. მიაჩნია, რომ წიგნების თარო იუპიტერთან და სატურნთან არის დაკავშირებული.
„წიგნები არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ბევრი მქონდეს. ფილმებს ვუყურებ, მაგრამ წიგნები ყოველთვის თავიანთ სილამაზეს ინარჩუნებენ. თუ თარო და წიგნები გექნება, გექნება სილამაზეც და ეს პრიმიტიულად გადაეცემა სატურნს და იუპიტერს. ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავენ ბგერებს ან ნაწილაკურ სფეროებს“, - თქვა მან.
თავისუფალ დროს ის მეგობრებთან ერთად ერთობა. უყვარს შინაური ცხოველები. მას ორი კატა და სამი ძაღლი ჰყავს. ერთ-ერთი ძაღლი სახელად „ჯესი“ მეგობრებმა ქუჩაში იპოვეს და ის საერთოა.
ქაიან ბელქანია საზოგადოებამ მეზობლის მიერ გავრცელებული ვიდეოების მეშვეობით გაიცნო. ის დედასთან და ბებიასთან ერთად წალენჯიხაში ცხოვრობს. როგორც მეზობლებმა გვითხრეს, ბავშვის მამა თურქეთშია, ხოლო დედას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პატარას ძირითადად ბებია უვლის.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები