ინტოქსიკაციის ნიშნებით მარტვილის საავადმყოფოში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელები უკვე გაწერეს.
რადიო
„ათინათს“ პედიატრმა გიორგი გაბუნიამ უთხრა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მარტვილის #2 ბაგა-ბაღიდან სამედიცინო დახმარება სულ 22 ბავშვს დასჭირდა. მათ, პირღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდათ. #2 ბაგა-ბაღი ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება, სს კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს
გაუფრთხილებლობით.
მასალის გამოყენების პირობები