მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მერმა მოადგილეებთან და საგანმანათლებლო რესუსრცენტრის ხელმძღვანელთან
ერთად პედაგოგებს ფულადი ჯილდო და სერთიფიკატები გადასცა.
გიორგი შენგელიას თქმით, ამ დღეს მერია უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს და ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. მან აღნიშნა, რომ ჯილდოები სიმბოლურია და პედაგოგების წახალისებას ისახავს მიზნად.
მერისგან სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51-ვე საჯარო სკოლის წარმატებულმა პედაგოგმა, ხოლო საგნობრივ ჯგუფში 9 მასწავლებელმა მიიღო. განსაკუთრებული წვლილისთვის ერთ-ერთ დირექტორს ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცა.
რესურსცენტრის დირექტორის კახაბერ ფარცვანიას თქმით, პედაგოგები რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩა.
მასალის გამოყენების პირობები