სასულიერი პირს, რომელიც ზუგდიდში 4 დეკემბერს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, ბრალს დღეს ფოთში წარუდგენენ. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ბრალდებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ უთხრა.
მისივე თქმით, ის ამჟამად ქუთაისში მეორე დაკავებულთან იმყოფება.
„დაახლოებით ერთ საათში ჩავალ ფოთში, სადაც იმყოფება გიგა ქავთარაძე. დღეს უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა. რაც შეეხება მეორე დაკავებულს მან ჩვენება უნდა მისცეს. თავიდან აღიარებითი ჩვენება ჰქონდა, შემდეგ დუმილის უფლებას იყენებდა და ახლა არ ვიცი რას იტყვის“, - განაცხადა ჯიტა გულიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის მოქალაქე რომან მალანია და მამა სიმონი (გიგა ქავთარაძე) გუშინ
დააკავეს.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები