ჩვენს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სწორედ იმიტომ არ ვუჩივლე ბათლომე შელიას, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკური დატვირთვა არ მიეცა და თავისი თავისთვის დევნილი არ ეწოდებინა.
ასე გამოეხმაურა ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია "
ევროპული საქართველოდან" საკრებულოს წევრ ბათლომე შელიასთვის ბრალის წაყენებას, რომელიც მათ შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.
აქტივისტის მტკიცებით, ის „წითელი ჯვრის“ მოხალისეებს თავს არ დასხმია, არც დამუქრებია და შესაბამისად, მისგან მოხალისეების დაცვა საჭირო არ იყო.
„მოხალისეები წერდნენ ფეისბუკზე კორონავირუსის დროს სად არიანო აქტივისტებიო. სწორედ იმ დღეს მანქანით ვმოძრაობდი და ვნახე ესენი და გავძახე: არ გრცხვენიათ ამას, რომ წერთ მეთქი. ამ დროს შელიამ უცენზუროდ მომმართა. მანქანიდან არც კი გადმოვსულვარ და ამიტომ მოვიდა ჩემთან. ამ დროს მოხდა ჩვენს შორის ინციდენტი. არავის დავდევდი ნაჯახით და არც არავის ვემუქრებოდი. თვითონ იღებდნენ ამ ინციდენტის კადრებს და შეუძლიათ გაასაჯაროონ“, - აღნიშნა აქტივისტმა.
მისივე თქმით, მას ბათლომე შელიასთვის არ უჩივლია და ცემის ფაქტი საავადმყოფოშიც დამალა.
„საავადმყოფოდან რომ გამოვედი განმარტებების გაკეთება მომიწია, რადგან ეს ამბავი არასწორად გავრცელდა. დეტალურად დავწერე ფეისბუკზე რა როგორ მოხდა სინამდვილეში. სწორედ იმიტომ არ ვუჩივლე, რომ ამ საქმისთვის პოლიტიკური დატვირთვა არ მიეცა და ვინმეს ეს საქმე ქულების დასაწერად ან ოპონენტის მოსაშორებლად არ გამოეყენებინა. ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ მე არც ერთ პარტიასთან კავშირში არ ვარ. ეს მას სურს თავისი საქციელის გამოსწორება თბილისში, უფროსებთან და ცდილობს პოლიტდევნილის სტატუსი მოირგოს“,- ამბობს ზარანდია.
ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ბათლომე შელიას სამოქალაქო აქტივისტის ცემის საქმეზე ბრალი დღეს წაუყენეს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და ეს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მასზე ზეწოლის განსახორციელებლად სჭირდება.
ამავე თემაზე;ბათლომე შელია: ჩემთვის ბრალის წაყენება დამოკლეს მახვილია წინასაარჩევნოდ
მასალის გამოყენების პირობები