ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შს სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
"დაკავებულია ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
ამავე თემაზე:
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ სიგარეტის კონტრაბანდისთვის დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები