წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე მიქაელმა სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისივე ცნობით, მეუფე გრიგოლი (კაცია), რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა, თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები