ჩხოროწყუს სოფელ ჭოღას მკვიდრი 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მათივე ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის საკუთარ სახლში გადაასვენეს. საავადმყოფოდან უკვე გაეწერა მეორე დაშავებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები