ზუგდიდში შედეგები შეიცვალა იმ ოლქში, სადაც ენმ-მ "ოცნებას" 2 ხმით მოუგო
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-11 მაჟორიტარული ოლქის გაბათილებული ბიულეტენების
გადათვლა დაასრულა. შედეგად, აღნიშნულ ოლქში შედეგები შეიცვალა და გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი სოსო გოგოხია გახდება. კერძოდ, მმართველი პარტიის კანდიდატს 12 ხმა დაემატა, ენმ-ს 1, "გახარია - საქართველოსთვის" 1 ხმა. საჩივრით საოლქო კომისიას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მიმართა.
გაბათილებული ბიულეტენების გადათვლა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტარმა ანა წითლიძემ საოლქოს თავმჯდომარეს უთხრა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ამის გამო ციხეში მოუწევს წასვლა. მას მესხმა მადლობა გადაუხადა და სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის, საოლქო კომისიაში შესვენებაა გამოცხადებული. შედეგებს კი ოფიციალურად, სავარაუდოდ, 1 საათში გამოაცხადებენ.
მასალის გამოყენების პირობები