სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სადგურ ანაკლიის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება რევაზ ლაზიშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა და აღნიშნა,
რომ მისთვის მიუღებელია როგორც ყოფილი პოლიციელის, ლექსო რაფავას დაკავება, ისე რუსლან შამახიას სახლში ჩატარებული ჩხრეკა.
"ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის დაკავებამ, რომელთანაც მე მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. რუსლან შამახიას სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების აწიოკებამ. უბრალოდ არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
მანამდე, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მათ მიმართ რეპრესიების დაწყებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მთავრობა მათ დაშინებას ცდილობს. შსს-ის გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავას ინფორმაციით, გუშინ, ღამით ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა დააკავეს და ასევე, ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი მაღალჩინოსანის, რუსლან შამახიას საცხოვრებელ სახლში.
ამავე თემაზე:
რუსლან შამახია ყოფილ თადარიგის ოფიცრებს: გავერთიანდეთ, რომ აღვკვეთოთ უსამართლობა
თენგიზ გუნავა: „კარუსელების დატრიალებაში“ შეუშალეთ ხელი და მეორე ტურისთვის ჩვენი შეშინება გადაწყვიტეს
მასალის გამოყენების პირობები