ზუგდიდში, სასტუმრო "ლეთოში" მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" სალეჰ ალამერის უფლებადამცველმა გიორგი კოდუამ უთხრა.
ადვოკატის ინფორმაციით გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარს შსს-ში ამ დრომდე არ აკეთებენ.
არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე ზუგდიდში არსებული ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციას ღირსების შელახვასა და ცემაში ადანაშაულებს. თქმით, ის 4 ნოემბერს სასტუმრო "ლეთოს" რესტორნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სასტუმროს ადმინისტრაციაში ცემის ფაქტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ სტუმრის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ მომხდარა.
ამავე თემაზე:უცხო ქვეყნის მოქალაქე: ზუგდიდში სასტუმროს თანამშრომლებმა მცემეს
მასალის გამოყენების პირობები