მას შემდეგ, რაც ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარის არჩევის განმეორებით კენჭისყრაზე ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა,
კვორუმი არ შედგა და სხდომა გადაიდო. შესვენების შემდეგ, დარბაზში მხოლოდ გახარიას პარტიის დეპუტატები დაბრუნდნენ.
კენჭისყრამდე, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ლელოს“ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატურას კენჭი მხოლოდ მმართველი პარტიისა და "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა უყარეს. ჯუმბერ იზორიას მხარი მხოლოდ 12-მა წევრმა დაუჭირა.
ინფორმაციისთვის, 27-კაციან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" 7-7 წევრით არის წარმოდგენილი, "ლელოს" ერთი დეპუტატი ჰყავს, 12 წევრი კი "ქართულ ოცნებას".
ამავე თემაზე:
ჩხოროწყუს საკრებულოში ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა
ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ "ლელოს" და ენმ-ის წევრებმა დატოვეს
მასალის გამოყენების პირობები