ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურის სატარიფო მიდგომა ქვეყანაში ყველაზე იაფია - მერია
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული სატარიფო მიდგომა ქვეყანაში არსებული ბოტანიკური ბაღების სატარიფო მიდგომებთან შედარებით ყველაზე იაფია, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამავე ცნობით, ფასიანი მომსახურებით ბოტანიკურის ადმინისტრაცია დამატებით შემოსავლის მობილიზებას გეგმავს რათა ბაღის ინფრასტრუქტურა განვითარდეს, იყოს მოვლილი და დაცული.

მერიაში განმარტავენ, რომ ბოტანიკური ბაღის ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფების შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისი სატარიფო განაკვეთი 2020 წლის მარტში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მიიღო.

ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის" 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე. "ათინათის" მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში, აღნიშნულია, რომ ააიპ-ში დამტკიცებული საშტატო განრიგი 72 თანამშრომელს ითვალისწინებს, ხოლო ამ ეტაპზე დასაქმებულია 61 პირი. მათი ხელფასები 700-დან 2250 ლარამდე მერყეობს.

ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებულ გადასახადს გააპროტესტებენ დღეს დაგეგმილ აქციაზე. მისი ინიციატორები ამბობენ, რომ ბაღში შესვლა უპირობოდ და ყველა ეტაპზე უფასო უნდა იყოს. 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ერთჯერადი და სააბონენტო ტარიფებით სარგებლობა პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

​ინფორმაციისთვის, ბოტანიკურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები სამშენებლო კომპანია "ჯავამ" განახორციელა, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის საჭირო დანარჩენ 30%-ს, მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.

მერიამ სესხის სახით აღებული ფინანსური ვალდებულების გადახდა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო და ის 2028 წლის მარტის თვეში დასრულდება.


ამავე თემაზე: 

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები

ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 1-ლი თებერვლიდან გახდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.