ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა" ბაღის ადმინისტრაციის შენობის ნაწილი აუქციონზე გაიტანა და იჯარის წესით გასცემს.
ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებული ფართით სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს, მისი საწყისი ღირებულება კი 54 000 ლარია.
ამავე პირობებით, იჯარით მიღებული უძრავი ქონება გამარჯვებულმა პრეტენდენტმა მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის უნდა გამოიყენოს. მოიჯარე შეზღუდული იქნება სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რათა უძრავი ქონების იერსახე არ დამახინჯდეს. ასევე, ქონება არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობის მიზნებისთვის.
აუქციონი 27 აპრილს დაიწყო და 11 მაისს დასრულდება. ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში კაფეტერიისა და ტერასის ამუშავებაზე ელექტრონული აუქციონი 2020 წელსაც იყო
გამოცხადებული და მასში ფიზიკურმა პირმა გოგა ფიფიამ
გაიმარჯვა. კაფე "აქ დადიანმა" წელიწადზე მეტხანს იმუშავა.
მასალის გამოყენების პირობები