ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულების ნაწილი გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვს.
ისინი დღეს ისევ შეიკრიბნენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიისგან და შესაბამისი უწყებებისგან პრობლემის ორშაბათამდე მოგვარების პირობა მიიღეს, დაპირება კი დაპირებად დარჩა.
"არავინ არ შემოსულა შიგნით. ორშაბათს იქნებაო მოწესრიგებული, ყველაფერი დალაგდებაო, მაგრამ ყველაფერი იყო არეული. ყველა გვიშლის ხელს, ყველი, მწვანილი, ქათამი - ყველაფერი გარეთ ყრია. ახლა, როცა გამოვედით მაშინ აალაგეს უცებ და შეინახეს. თითქოს არ ვაჭრობენ. მოგვაქციონ ყურადღება, მერი ხომ დაგვპირდა ორშაბათიდან ყველაფერი იქნებაო მოწესრიგებულიო, სადაა? თვითონაც შევიდნენ შიგნით და ივაჭრონ. ყურადღება მოგვაქციონ, აქ დავდგებით არსად არ წავალთ", - თქვა მოვაჭრემ მანანა კობახიძემ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მოვაჭრეები ზუგდიდში გასულ კვირაშიც შეიკრიბნენ. მათ ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია შეხვდა და განაცხადა, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციებს გაივლიდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები