16 წელს მიუღწეველ გოგონასთან სექსუალური ხასიათის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ აიყვანეს, დანაშაულს არ აღიარებს, ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით დაკავებულს ბრალი არ წარდგენია, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავს დანაშაულთან რაიმე სახის კავშირს. სავარაუდოდ, მას სახელმწიფო ბრალდება ბრალს დღეს წარუდგენს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
ამავე თემაზე:ზუგდიდში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის შუახნის მამაკაცი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები