სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, ხობსა და წალენჯიხაში, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა 20 ივლისიდან დაიწყება.
"გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, სამუშაოები დაზიანებულ გაზსადენზე უკვე დასრულებულია. გაზი სრულად აბონენტებს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში აღუდგებათ.
ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა 11 ივლისს მოვარდნილი სტიქიის შედეგად, ცენტრალური გაზსადენის მილი
დააზიანა და გაზის მიწოდება სამეგრელოში ათასობით აბონენტს შეუწყდა. უკვე მეცხრე დღეა, სამი მუნიციპალიტეტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
ამავე თემაზე:
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდში, ხობსა და წალენჯიხაში გაზმომარაგება შესაძლოა, მომდევნო 14 დღის განმავლობაში ვერ აღდგეს
მასალის გამოყენების პირობები