მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი სამხედრო - პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, წერს "ტასი".
"განიხილეს რიგი საკითხები, რომლებიც რუსეთის, სოხუმის და ცხინვალის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია, აქცენტი გაკეთდა სამხედრო - პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებაზე", - ნათქვამია რუსული დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
იუწყებიან, რომ მხარეებმა დაადასტურეს "სამოკავშირეო" ვალდებულებების დაცვა მსოფლიოში არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში".
"სამმხრივ შეხვედრაზე გაიმართა საგარეო პოლიტიკური პრობლემების ერთსაათიანი მიმოხილვა, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტაქტების დამყარება უცხო სახელმწიფოებთან", - დასძინა მან.
შეხვედრების შედეგად ხელი მოეწერა რუსეთისა და საქართველოს ოკპირებული რეგიონების "საგარეო უწყებებს" შორის კონსულტაციების გეგმებს 2024 - 2025 წლებისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა.
დღეს, 4 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდება ასლან ბჟანიას.
ამავე თემაზე: საქართველოს ლიდერები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან - ბჟანია
გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ლავროვი ბჟანიას
სერგეი ლავროვი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება
მასალის გამოყენების პირობები