ახალი ამბები
გამოქვეყნდა ბიჭვინთის შეთახმების შესახებ ნოტა, რომელიც მოსკოვმა სოხუმს გაუგზავნა
ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის რატიფიცირებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო უწყებისთვის გაგზავნილი ნოტა გამოაქვეყნა ტელეგრამ-არხმა „აფხაზური პორტალი“.

დოკუმენტში რუსული მხარე უკმაყოფილებას გამოხატავს ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„რუსული მხარე გაეცნო კონსტიტუციური კანონის შინაარსს და მიიჩნევს, რომ მისი ზოგი დებულება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მხარეებს შორის შეთანხმებულ ნორმებს, რომელთა მიღებაც არსებით საფუძველს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციისთვის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე თანხმობის გამოსახატად და რომლის გარეშეც შეთანხმებას რუსული მხარის მიერ ხელი ვერ მოეწერებოდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მოსკოვი, როგორც ვარაუდობდნენ, უკმაყოფილოა იმ ცვლილებებით, რომლებიც კრძალავს ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემას.

„ეს დებულებები ეწინააღმდეგება ხელშეკრულების 26-ე მუხლს, რომლის თანახმად, მისი მოქმედების შეწყვეტა "არ გამოიწვევს საკუთრების უფლების შეწყვეტას რუსეთის ფედერაციის მიერ შეძენილ ამ შეთანხმების შესაბამის ობიექტზე, მათ შორის ყველა მოძრავ და უძრავ ქონებაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყება უკმაყოფილოა შეთანხმების შესაძლო დენონსაციის პუნქტითაც.

„გარდა ამისა, კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციური კანონის „მე-2 მუხლის შეთანხმების მხარის(ების) მიერ შეუსრულებლობა იწვევს შეთანხმების დენონსაციას. ამავდროულად, ხელშეკრულება, მისი 26-ე მუხლის შესაბამისად, იდება 49 წლით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს წერილობით, საწყისი ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვით ადრე მისი შეწყვეტის განზრახვის თაობაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსული მხარე მიუთითებს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედება წყდება „მასში გათვალისწინებული წესით“.

„რუსული მხარე გამომდინარეობს იქიდან, რომ კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესრულების შემთხვევაშიც კი, შეთანხმება ძალაში დარჩება საწყისი პერიოდის 49 წლის ან შემდგომი 15 წლის გასვლამდე პერიოდით. ამასთან დაკავშირებით, აფხაზური მხარის მიერ კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების დენონსირება დროის სხვა პარამეტრებში წარმოადგენს შეთანხმების დარღვევას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მოსკოვი სოხუმისგან მოითხოვს, „დაადასტუროს თავისი ვალდებულების ერთგულება, შეასრულოს შეთანხმების ყველა დებულება გამონაკლისის გარეშე და მზადყოფნა, კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე“.

სოხუმი მოსკოვის ნოტას ჯერ არ გამოხმაურებია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი "სახელმწიფო აგარაკი" და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ, საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

"ეს, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება", - ასე გამოეხმაურა ბიჭვინთის "შეთანხმების რატიფიცირებას" საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.