საქართველოს პარლამენტში ე.წ აგენტების კანონის მიღებას ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტი რადიკალურად ცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს
ჩრდილოეთისკენ, რაც, მათი თქმით, დამღუპველი იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის. შესაბამისი პოსტი მათ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს.
"ჩვენ ვხვდებით ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე და სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. ,,გირჩევთ'' სხვა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებს რომ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანოა და დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო თუ არასასკოლო ცხოვრებაში", - წერს სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე ირაკლი შონია.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" კანონს მესამე მოსმენით გუშინ დილით მხარი დაუჭირეს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში მიიღეს.
კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დღეს განიხილავენ.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი
პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო
მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.
ამავე თემაზე:
ზსსუ-ს სტუდენტებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ფიცი დადეს (ფოტო/ვიდეო)
ვემიჯნებით კანონს, რომელიც გვაშორებს ევროპას და ევროპულ მომავალს! - ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები