ზსსუ-ს სტუდენტებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ფიცი დადეს (ფოტო/ვიდეო)
17:30 / 13.05.2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა "აგენტების" კანონი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ გააპროტესტა
ისინი ზუგდიდის ბულვარში შეიკრიბნენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ბანერით " კი ევროპას, არა რუსულ კანონს".
მათ ხელში ეჭირათ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატები, ტრანსპარანტები.
მათ შეკრების მიმდინარეობისას უნივერსიტეტის განცხადებაც წაიკითხეს.
მათ ასევე დადეს ფიცი და თქვეს, რომ დაიცავენ ქვეყნის ევროპულ გზასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ წუთებში კი სტუდენტები ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ, მათ შორის, გუბერნიასა და მერიასთან მსვლელობას აწყობენ, რათა, როგორც ამბობენ, ადგილობრივ ხელისუფლებას ხმა გააგონონ. ისინი სკანდირებენ: "საქართველო", "აფხაზეთი სამაჩაბლოა", "არა რუსულ კანონს", "კი ევროპას".
რაც შეეხება სტუდენტების ნაწილის სამომავლო გეგმებს, პროტესტანები ამბობენ, რომ ჯერჯერობით დაზუსტებული სამოქმედო გეგმა არ აქვთ, თუმცა პროტესტის გაგრძელებას აპირებენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებს, შეუერთდნენ.
ზსსუ-ს სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დილით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებენ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიციირებულ კანონპროექტს " უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მათი თქმით, არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლისკენაც მიილტვის საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების კანონი" მესამე მოსმენით დღეს დილით განიხილეს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს და სხდომა რამდენიმე წუთში დასრულდა.
ე.წ აგენტების კანონს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები