ფსოუსთან ე.წ. საზღვარზე სროლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დადგენილია, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შინაგან საქმეთა სამინისტრო" ავრცელებს ინფორმაციას. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები დამნაშავეების დასაკავებლად.
23 ივნისს, დაახლოებით 17 საათზე, (მოსკოვის დროით), გაგრაში, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვართან, დაუდგენელმა პირებმა მანქანას
ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. სროლის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 3 კი დაიჭრა.
დაახლოებით ამავე დროს, გუშინ
სროლა იყო ახალ ათონში. დაჭრილია 30 წლამდე მამაკაცი. სამართალდამცველები დანაშაულში ეჭვმიტანილს ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები