საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნებული გასტრონომიული ფესტივალი "გემო ფესტი" ზუგდიდში გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების
ფეისბუქ გვერდზე ვრცელება.,, ... და აი ისიც! ქართული სამზარეულოს სანიმუშო კუთხის ჯერიც დაუჯერებლად მალე მოგვადგა კარს! სამეგრელო - ამით წესით ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ გააჩნია ვინ იტყვის მთავარ სიტყვას, აბა, ძვირფასო მეგრელებო, მოვიყვანოთ გასაოცარი შემოდგომა ბარაქიან მხარეს? შეავსეთ პატარა კითხვარი და საკუთარ თავზე აიღეთ მეგრული სამზარეულოს უბადლოდ წარმოჩენა გემო ფესტზე! “, - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
კითხვარის შევსება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე:
https://bit.ly/4cbfiLc "გემო ფესტი" ზუგდიდში 7 და 8 სექტემბერს გაიმართება.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
მასალის გამოყენების პირობები