ზუგდიდის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მანანა მიქავამ, პედაგოგთა შრომითი ანაზღაურების ახალი პოლიტიკით გაზრდილი ხელფასი, 157 ლარი განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს გადაურიცხა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, მასწავლებლების ერთ-ერთ გვერდზე დაწერა და თან გადარიცხული თანხის ფოტოც გამოაქვეყნა.
"ამილახვარს ყოველ თვე გადავურიცხავ შემწეობას...ჩემი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ეს შემწეობა მივიღო", - აღნიშნავს ის.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 1 ივლისიდან, განათლების სისტემის ახალი რეფორმის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდებოდა.
ამავე თემაზე:
დღეიდან საჯარო სკოლების სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ - სამინისტრო
37 000-მდე მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება - მთავრობა
მასალის გამოყენების პირობები