ახალი ამბები
წალენჯიხაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პირების ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

"2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან, რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მეომრის, წალენჯიხელის, ჯგალის მკვიდრის კაპრალი კობა ხარჩილავას ხსოვნას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს თვეში,რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. მხედრული მამაცობისთვის კი ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა" - აცხადებენ მერიაში.
ამავე ცნობით, მათ ომში დაღუპული სამოქალაქო პირების, ნაკიფუელი კეკე, დოდო და ენვერ ჭანიების, ასევე, წალენჯიხის ყოფილი გამგებლის, აგვისტოს ომის მონაწილის, გიორგი მებონიას საფლავები თაიგულებით შეამკეს.

შეგახსენებთ, დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს, ამ დღეს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა, რომლებსაც მშვიდობისმყოფელთა სტატუსი არ ჰქონდათ, საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყეს სამხედრო აგრესია. ამას, 23:35 საათზე ქართული სამხედრო ძალების ცხინვალისკენ გადაადგილება და საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 12 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა. კონფლიქტის დროს, დაიჭრა 12 ჟურნალისტი.


ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

ამავე თემაზე:

მხარდამჭერი გზავნილები დასავლეთიდან - საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს ეხმაურებიან

დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავია

ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - ჯოზეფ ბორელი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.