ახალი ამბები
სახელმწიფო უწყებებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაშვებულია
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადმინისტრაციული ორგანოების, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ყველა შენობაზე, ასევე, პრეზიდენტისა და პარლამენტის სასახლეებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

"მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს, ამ დღეს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა, რომლებსაც მშვიდობისმყოფელთა სტატუსი არ ჰქონდათ, საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყეს სამხედრო აგრესია. ამას, 23:35 საათზე ქართული სამხედრო ძალების ცხინვალისკენ გადაადგილება და საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 12 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა. კონფლიქტის დროს, დაიჭრა 12 ჟურნალისტი.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

ამავე თემაზე: 

მხარდამჭერი გზავნილები დასავლეთიდან - საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს ეხმაურებიან

დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავია

ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - ჯოზეფ ბორელი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
21-22 სექტემბერს, სოციალურ საწარმო „მეგობარში“ პროექტის “ჩემი არჩევანი” ფარგლებში ტრენინგი და საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ააშენა.
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / სექტემბერი 2024
დადიანების მუზეუმის დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში გაიხსნა გამოფენა, ,,მეგრელთა საცხოვრისი“, რომელმაც გააცოცხლა სამეგრელოს ეთნოგრაფიული ყოფის ისტორია, ასევე დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში ლაპიდარიუმი ამოქმედდა.
27 / სექტემბერი 2024
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
27 / სექტემბერი 2024
სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ადამიანის უფლებების
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.