საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, 2024-25 სასწავლო წლისთვის ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებში 1238 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ბულიას თქმით, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ყველა დაწესებულებაში დროულად დაიწყება, რაც შეეხება სოფელ
ჭითაწყარის საჯარო სკოლაში და ასევე ქალაქის მეორე და მე-11 საჯარო სკოლებში, სადაც ამ დრომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ახლომდებარე სკოლებში გაგრძელდება.
სასწავლო წელი ქვეყნის მასშტაბით 16 სექტემბრიდან განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები