ახალი ამბები
ჩვენს ოპონენტებს უნდათ აფხაზეთი რუსეთს ჩამოაშორონ - პრიმაკოვი
„მოწინააღმდეგეები ცდილობენ აფხაზეთი რუსეთს „მოწყვიტონ“,  - ამის შესახებ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა. 

„ჩვენთვის ცხადია, რასაც ჩვენი ოპონენტები და კონკურენტები აკეთებენ, მათ უნდათ აფხაზეთი ჩამოაშორონ რუსეთს, ძალიან აქტიურად მუშაობენ და ამაში უზარმაზარ რესურსებს დებენ, ამას უნდა დავნებდეთ? რა თქმა უნდა, არა“, - აღნიშნა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში “როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა აქტიურად მუშაობს, კერძოდ სოხუმსა და გალის რაიონში, ხოლო აფხაზი სტუდენტები სასწავლებლად რუსეთში მიდიან. მისივე მტკიცებით, დე ფაქტო რესპუბლიკაში სააგენტოს მუშაობაზე გავლენის მოხდენის მცდელობები არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა. მიზეზად აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება.

“როსსოტრუდნიჩესტვო“ (რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის) წარმომადგენლობა სოხუმში 2009 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი ამოცანაა „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტექნიკური და საინფორმაციო კავშირების განვითარება, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობა".











Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
დღის სიახლეები
19 / სექტემბერი 2024
სამეგრელოში ცნობილი იყო მარებლობის ანუ შუამავლობის სხვადასხვა ტიპი.
19 / სექტემბერი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელში ტყის ქვედა საფარს ხანძარი გაუჩნდა.
19 / სექტემბერი 2024
სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოძრაობის "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლო სხდომის დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
18 / სექტემბერი 2024
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.