ახალი ამბები
სოხუმი და ლუგანსკი „დამეგობრდნენ“
სოხუმი და რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკი „დამეგობრდნენ“. შესაბამის შეთანხმებას ქალაქების ე.წ. ადმინისტრაციის ხელძღვანელებმა ბესლან ეშბამ და იანა პაშჩენკომ მოაწერეს ხელი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ორმხრივად მომგებიანი კონტაქტების გაფართოებას, გამოცდილების გაცვლას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - წერს „აფსნიპრესი“.

აქვე ვკითხულობთ, რომ აფხაზური დელეგაცია „ლუგანსკის დაარსებიდან 229 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრო“.



მიმდინარე წლის ივლისში სოხუმი და დონეცკი (მუნიციპალური წარმონაქმნი) გახდნენ დაძმობილებული ქალაქები, „ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ“ მემორნადუმის ხელმოწერის ცერემონია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მინისტრთა კაბინეტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ესწრებოდა.

უფრო ადრე, 2023 წლის თებერვალში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა" განაცხადა, რომ 
დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "მოქალაქეებს" ფსოუზე ე.წ. საზღვრის კვეთა ოკუპირებულ აფხაზეთში შესავლელად „უვიზოდ“ შეეძლებათ, ისევე , როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.

ცნობისთვის, 2022 წლის მარტში, ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების „აღიარების“ შესახებ.

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, რუხის ციხეში ბავშვთა განვითარების ცენტრის "დობადონას" ორგანიზებით, სპექტაკლი გაიმართა.
ზუგდიდს, პირველად, თანამედროვე ტიპის ჩოგბურთის კორტი ექნება.
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
დღის სიახლეები
06 / ოქტომბერი 2024
სოხუმი და გროზნო დაძმობილებული ქალაქები გახდნენ. შესაბამის შეთანხმებას, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა მოაწერეს ხელი, წერს „აფსნიპრესი“.
05 / ოქტომბერი 2024
ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.
05 / ოქტომბერი 2024
მარტვილში, სოფელ სალხინოში, ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 29 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 26 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.