აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტთან გამართულ აქციაზე სროლის ხმა ისმოდა. ადგილობრივი ტელეგარმის არხების თანახმად, შედეგად, არავინ დაშავებულა.
ამავე ცნობით, მომიტინგეებთან ასლან ბჟანიას პირადი დაცვის უფროსი გამოვიდა და აქციის მონაწილეებს შეჰპირდა, რომ მათ მოთხოვნას გადასცემდა ე.წ. პრეზიდენტს.
უფრო ადრე, ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მომოტინგეები იმყოფებიან, ცრემლსადენი გაზი ან ე.წ. კვამლის ბომბები გამოიყენეს.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და "პარლამენტის" ეზოში შეიჭრნენ. მომიტინგეებსა და ძალოვანებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, პროტესტის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.
ასევე მოახერხეს სახანძრო მანქანის შეჩერება, რომლითაც ღობის ნაწილის დანგრევის შემდეგ შექმნილი გადასასვლელის გადაკეტვას აპირებდნენ.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
სესია 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, "პარლამენტს" „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილა
მოგვიანებით „პარლამენტის“ თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს ასეთ პირობებში მუშაობაზე“.
იმავდროულად, აქციის მონაწილეები სხდომის გამართვას და პროექტის დამტკიცების წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვენ.
პროტესტის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად დე ფაქტო სუს-ის და შსს - ის ხელმძღვაელებიც
მივიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები