ახალი ამბები
სოხუმში ოპოზიცია არ აპირებს დატოვოს „სამთავრობო“ შენობები
აფხაზური ოპოზიცია არ აპირებს შეასრულოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოთხოვნა სამთავრობო შენობების კომპლექსის დაცლასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერმა ადგურ არძინბამ „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ეს მიუღებელია. ის (ასლან ბჟანია - რედ.) აქ აღარ შემოვა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების და დაწერა მას ნებისმიერ ადგილას შეუძლია.

არძინბამ „ხელისუფლებას“ კომპრომისული წინადადებით მიმართა:

„წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. როგორც გავიგე, მათში მონაწილეობას ასლან ბჟანიაც აპირებს. მაგრამ რომც არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ალბათ, ხელისუფლების გუნდიდან ვიღაცას მოუნდება კენჭი იყაროს. თუ გადავწყვეტთ, რომ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი (ბადრა გუნბა) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება, მაშინ მინისტრთა კაბინეტი მთლიანად გადადგება. დღევანდელი პრემიერის ადგილზე ჩვენგან ინიშნება ადამიანი, კომპრომისული პიროვნება. ამ გზით ვაბალანსებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი არ იყოს გამოყენებული დღევანდელი გუნდის წარმომადგენლის მხარდასაჭერად“, - განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, ასლან ბჟანიას რამდენიმე დელეგაცია გაუგზავნეს.

„დილამდე ითხოვა დრო, ამბობს, რომ გადადგება - ჰოდა, გააკეთოს!“, - აღნიშნა არძინბამ.

ტელეგრამის არხების თანახმად, 15 ნოემბერს, როდესაც სოხუმში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, ოპოზიციამ ხელისუფლებას ორი ვარიანტი შესთავაზა:

„ან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ტოვებენ თანამდებობებს, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობებს არჩევნებამდე ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა;

ან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გადადგებიან, მაგრამ მანამდე პრეზიდენტი პრემიერ მინისტრად ნიშნავს კომპრომისულ ფიგურას, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს“.

17 ნოემბერს პროეტსტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ, შესაძლოა, დროებითი მთავრობა შექმნას.

მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“. მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის ღობე გაარღვიეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
18 / ნოემბერი 2024
მოსკოვში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ „აფხაზეთში სიტუაციის სწრაფად ნორმალიზებას“, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ეს მოსკოვის პირველი ოფიციალური კომენტარია, სოხუმში 15 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების დაწყებიდან.
18 / ნოემბერი 2024
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე, აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდნეტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეების მხარდაჭერის შესახებ.
18 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება.
ოდაბადეშ კინოხონი
15 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.