ახალი ამბები
ზუგდიდის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გურამ როგავას სოლიდარობა გამოუცხადეს
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გურამ როგავას სოლიდარობა გამოუცხადეს.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ როგორ ბრუტალურად ეპყრობა ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს , როგორ არბევს მათ, როგორ სცემს უდანაშაულო მოქალაქეებს, როგორ უსწორდება ჟურნალისტებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც დგას სიმართლის მხარეს. დღეს ხელისუფლება უპირისპირდება ძალადობით, წიწაკის სპრეით, მხუთავი აირით, წყლის ჭავლით, ცემით, თავის გატეხით და ა.შ. მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული ჩვენს თანაქალაქელს, ძალიან კარგ ჟურნალისტს, გურამ როგავას და ჩვენი სოლიდარობა მას, ჩვენი ქალაქიდან, მისი მშობლიური ქალაქიდან ...“, -  მიმართა შეკრებილებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, არჩილ თოდუამ.

29 ნოემბერს, „ფორმულას“ ჟურნალისტი, ზუგდიდელი გურამ როგავა, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც თავს დაესხა სპეცრაზმელი და ფიზიკურად გაუსწორდა. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ამ წუთებში, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მეორე დღეა იკრიბებიან და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.