ახალი ამბები
დღეს რაც ხდება, ეს არის ერის ღალატი, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს მიმართეს (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს გამომსვლელებმა მიმართეს, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა.

ასოციაცია „ათინათის“ თანამშრომელმა, თამარ გამსახურდიამ, აღნიშნა, რომ ორგანიზაცია, ათეული წლებია, ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ იღწვის, ახალგაზრდების საუკეთესო მომავლისთვის, თუმცა, მისი თქმით, დღეს, მის წევრებს, „აგენტებს“ უწოდებენ.

„მე არ მაქვს უფლება, იმ ბავშებს შევხედო თვალებში, რომლებთანაც 2010 წლიდან სამოქალაქო განათლების კუთხით ვთანამშრომლობ. მე არ მაქვს უფლება, ამ ბავშვებს ვუთხრა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გაიყიდა. მე ჩემს ზურგს უკან მდგომ სამართალდამცავებს მინდა ვუთხრა, არაფერი გააკეთოთ ისეთი რაც, თქვენ ხვალ და ზეგ ძალიან შეგარცხვენთ. მე ვიყავი ვარ და ვიქნები, ჩემი ქვეყნის მოყვარული. დღეს რაც ხდება, ეს არის ერის ღალატი მე ვერ ვუღალატებ ერს“, - განაცხადა გამსახურდიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა, ერთ პოზიციაზე დგას და ქართული სახელმწიფო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი. ამიტომ, მისი თქმით, პროტესტი არ გაჩერდება, სანამ საბოლოო შედეგს არ მიაღწევენ. 

„რთულია ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა გამარჯვება არის შესაძლებელი. მშვიდობიანი ბრძოლით, დასავლური, ევროპული მეთოდებით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ასე ერთიანი ქართული საზოგადოება, როგორიც დღეს არი,ს ამ დრომდე არასდროს ყოფილა, გუშინდელმა დღემ ეს აჩვენა ... ჩვენ გვყავს რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ათეულობით ადამიანი, როგორც წინა დღეების, ასევე გუშინდელი დემონსტრაციის... ჩვენ ვიხილეთ ძალიან კარგი ერთობა პოლიტიკური პარტიების გუშინ პრეზიდენტთან, მათი ერთად ყოფნა დასტური იყო იმისა, რომ ქართული საზოგადოება ერთ მუშტად დგას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ'', - განაცხადა თოდუამ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ ზუგდიდის ქუჩებში.

14 საათზე ისინი სამხარეო ადმინისტრაციის შეიკრიბნენ. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მეორე დღეა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.