ახალი ამბები
"ბრძოლა გამარჯვებამდე" - ზუგდიდში მორიგი აქცია მერიის შენობასთან გაიმართება
ზუგდიდში პროევროპული საპროტესტო აქციები გრძელდება. ორგანიზატორების ცნობით, ამჯერად ლოკაცია იცვლება და დღეს, 16:00 საათზე, აქცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ნაცვლად, მერიის შენობის წინ გაიმართება.

"ერთად გავაგონოთ ჩვენი ევროპული ხმა საჯარო მოხელეებსა და მთელ ქალაქს", - ვკითხულობთ სამოქალაქო სოლიდარობის ფეისბუქ გვერდზე.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ, 17 დეკემბერს, პროტესტის მე-20 დღეს, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.


ამავე თემაზე:

პროტესტის მე-20 დღე - ზუგდიდში პროევროპული აქცია გრძელდება (ფოტო)

ზუგდიდში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ პროევროპულ აქციაზე - პროტესტის მე - 19 დღე (ფოტო)

პროტესტის მე -15 დღე - აქცია და მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)

ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

„გაიფიცე“, - ახალგაზრდების აქცია ზუგდიდის მერიასთან

სამეგრელო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
თეგები: აქცია / პროტესტი /
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

დღის სიახლეები
21 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში პროევროპული აქციის მონაწილეები პროტესტის 23 - ე დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ისევ შეიკრიბნენ, შემდეგ კი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
21 / დეკემბერი 2024
აფხაზეთში ამ დრომდე ეძებენ „დეპუტატ“ ადგურ ხარაზიას, რომელმაც 19 დეკემბერს, კოლეგას ესროლა.
20 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. უფრო ადრე, ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.