ახალი ამბები
სოხუმი ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ, „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს დაავალა ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა განიხილონ.
„აფსნიპრესის“ თანახმად, "ენერგოუსაფრთხოების შტაბის" სხდომაზე განიხილეს ზაფხულის ლიმიტის ხარჯზე, ზამთარში ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის ვარიანტი, იმ დრომდე, სანამ ენგურჰესის გამომუშავება მნიშვნელოვნად მაღალი იქნება. 

„ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებლების შესახებ… მე ვესაუბრე ენგურჰესის ხელმძღვანელს ლევან მებონიას და ვთხოვე, წასულიყო და ელექტროენერგიის ქართველ მიმწოდებლებთან ესაუბრა, რომ ენგურჰესის გავლით აფხაზეთისთვის მიწოდება ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობით გაგვიზარდონ, ” - აცხადებს ბგანბა.

ამავე ცნობით, დღეს Inter RAO-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ხელშეკრულების ფარგლებში წინასწარ გადახდას ექვემდებარება, მისი 2025 წელს გაგრძელების შესაძლებლობა ჯერ არ განიხილება.

პანინას კომენტარს დე ფაქტო მთავრობის წევრი ჯანსუღ ნანბა გამოეხმაურა.

„30 ოქტომბერს ჩვენ გავგზავნეთ ოფიციალური მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროში, რომელშიც ვითხოვთ სოციალური ნაკადის დაწყებას 2025 წლის დაგეგმილი მოცულობის ფარგლებში 1 იანვრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ 327 მილიონ კვტ/სთ-ზე, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 1,4 მილიარდი რუბლი, და ეს მოცულობა საკმარისი იქნება სამი თვის განმავლობაში, ყოველი ოთხი საათის განმავლობაში „მარაოსებრი“ გრაფიკით. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენი რუსი კოლეგებისგან ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. სოციალური ნაკადის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, როგორც ახლა, ელექტროენერგია შევიძინოთ რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ელექტროენერგიის კომერციულ მიწოდებას, ნანბას თქმით, ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციაში გაიგზავნა, ვინაიდან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

ნოემბრის დასაწყისში მოსკოვმა სოხუმს უფასო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით არასრული სამ საათით მიეწოდება დენი, ღამით კი 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

სოხუმში აცხადებენ, რომ ღამით მიწოდება უფრო იაფია, ვიდრე დღისით. "მთავრობის" ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისიდან ნაკადის გადახდაზე 600 მილიონ რუბლზე მეტი დაიხარჯა.

რამდენიმე დღის წინ, ენგურჰესმა გაავრცელა განცხადება, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ენერგიკრიზისთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ამჟამად „აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია“.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს სრულად შეუჩერა დაფინანსება, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

დღის სიახლეები
21 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში პროევროპული აქციის მონაწილეები პროტესტის 23 - ე დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ისევ შეიკრიბნენ, შემდეგ კი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
21 / დეკემბერი 2024
აფხაზეთში ამ დრომდე ეძებენ „დეპუტატ“ ადგურ ხარაზიას, რომელმაც 19 დეკემბერს, კოლეგას ესროლა.
20 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. უფრო ადრე, ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.