ახალი ამბები
ზუგდიდში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება (ფოტო)
ამ წუთებში, ზუგდიდში მორიგი პროევროპული საპროტესტო აქცია მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მიმდინარეობს. პროტესტის 23-ე დღეს, მოქალაქეების ნაწილი კვლავ მოითხოვს "ქართულმა ოცნებამ" შეაჩეროს გადაწყვეტილება, რომელიც EU-სთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეფერხებას უკავშირდება.

ამასთან, პროტესტის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და თბილისში, აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.

მათ, დღესაც გამოფინეს ბანერი წარწერით "ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს", ხელში კი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ.

ბოლო რამდენიმე დღეა, ქალაქის ცენტრში, ორ ლოკაციაზე ტარდება აქცია, თავდაპირველად, მერიასთან, შემდეგ კი, ის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ გადაინაცვლებს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს (ფოტო)

პროევროპული აქცია ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან იმართება - პროტესტის 22 - ე დღეს ითვლის

ზუგდიდის მერიის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

"ბრძოლა გამარჯვებამდე" - ზუგდიდში მორიგი აქცია მერიის შენობასთან გაიმართება

აქცია და მსვლელობა ზუგდიდში - პროტესტის მე - 17 დღე (ფოტო)

ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

"საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი", - პროტესტის მე -14 დღე ზუგდიდში (ფოტო)

ზუგდიდში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ პროევროპულ აქციაზე - პროტესტის მე - 19 დღე (ფოტო)

საპროტესტო აქციის მე - 9 დღე ზუგდიდში (ფოტო)

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, საპროტესტო აქცია იმართება (ფოტო)

ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

დღის სიახლეები
22 / დეკემბერი 2024
ადგურ ხარაზიას „დეპუტატის“ იმუნიტეტი მოუხსნეს. გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
22 / დეკემბერი 2024
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი ჯაბა კვარაცხელია ემსხვერპლა.
21 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში პროევროპული აქციის მონაწილეები პროტესტის 23 - ე დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ისევ შეიკრიბნენ, შემდეგ კი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.