ახალი ამბები
ზუგდიდში საპროტესტო აქცია საახალწლო ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეების მსვლელობა იმართება. მოქალაქეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, ასევე საქართველოს და ევროკავსირის დროშები.

სხვადასხვა თაობის ადამიანები, ზუგდიდელები, აქტივისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების წევრები, ახალგარზდები, ისევ შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.

ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, ხელახალი არჩევნების ჩატარება. ასევე, უცვლელია მათი მოთხოვნა, გაათავისუფლონ დემოსტრაციების დარბევისას დაკავებულები.

პარალელურად, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაახალწლო ღონისძიებები იმართება. საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილია.
ადგილზე განლაგებულია სხვადასხვა კონსტრუქცია, მათ შორის საკონცერტო სცენა, მანამდე, ნაძვის ხეც აანთეს, ფოიერვერკების თანხლებით.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ 26 დღეა უწყვეტად ვდგავართ აქ და ვაგრძელებთ ჩვენს დემონსტრაციას საქართველოში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უბადრუკი მცდელობები, საახალწლო კონცერტებით გადაფაროს, ის რაც ხდება დღეს საქართველოში.მოწყვეტილნი არიან რეალობას და ვერ ხვდებიან, რა მდგომარეობაში არის სახელმწიფო“, - ამბობს აქციის ერთ- ერთი ოგანიზატორი, არჩილ თოდუა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, სტუდენტის, სანდრო კიკალეიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს ქალაქის სხავდასხვა ადგილას დგანან ადამიანები, რომელთა ნაწილი, ნაძვის ხის ანთებას და კონცერტს ესწრება, ნაწილი, კი პროტესტს გამოხატავს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გამო.

„ხშირად გვქონია დრო, როდესაც ორად ვიყავით გახლეჩილი. საბოლოო ჯამში მიგვიღწევია ჩვენი მიზნისთვის და ვფიქრობ, ესეც არ იქნება გამონაკლისი. საბლოო ჯამში, გავაერთიანებთ ამ ორად გაყოფულ ხალხს. ეს ადგილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც უნდა ვიდგე დღეს, არ მწყდება გული, რომ იმ კონცერტს არ ვესწრები და ამ ხალხის ნაწილი ვარ“, - ამბობს ის.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:


"საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი", - პროტესტის მე -14 დღე ზუგდიდში (ფოტო)

ზუგდიდში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ პროევროპულ აქციაზე - პროტესტის მე - 19 დღე (ფოტო)

პროტესტის 24 - ე დღე - აქცია და მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)

პროევროპული აქცია ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან იმართება - პროტესტის 22 - ე დღეს ითვლის
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ გასცა განკარგულება, დე ფაქტო შსს - ს ბაზაზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნის შესახებ, რომელიც უკანონო მაინინგთან იბრძოლებს.
25 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
25 / დეკემბერი 2024
დღეს, 25 დეკემბერს, ზუგდიდში, 17:00 საათზე,  ქალთა მარში გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.